დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ისი უფლებამოსილების დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე უკრაინაში ჩავიდა.
ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „ევროპეისკა პრავდა“ ბრიტანეთის მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.
სტარმერი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, რათა განიხილოს უკრაინის შეიარაღებაში მიღწეული პროგრესი, რაც მას საშუალებას მისცემს გააგრძელოს ბრძოლა პუტინის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ და მოკავშირეების სამომავლო ნაბიჯები, რათა უკრაინამ მიიღოს ის დახმარება, რომელიც მას სჭირდება.
სტარმერი გეგმავს ხაზი გაუსვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის თავად ტოვებს პრემიერ-მინისტრის პოსტს, ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მხარდაჭერის მიმართულებით გაგრძელდება.
„პარტნიორობები, კოალიციები და მხარდაჭერის მექანიზმები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში შეიქმნა, გათვლილია იმაზე, რომ მრავალი წლის განმავლობაში იარსებებს“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში.
„როდესაც პრემიერ-მინისტრი გავხდი, ვიცოდი, რომ გაერთიანებულ სამეფოს მხოლოდ კონკრეტულ მომენტში კი არ უნდა დაეჭირა მხარი უკრაინისთვის, არამედ დახმარებოდა მას გრძელვადიანი უსაფრთხოების საფუძვლების შექმნაში… მე ვამაყობ იმით, რაც ბრიტანეთმა გააკეთა. ეს სამუშაო გაგრძელდება და ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინისადმი ყოველთვის შენარჩუნდება“, - აცხადებს სტარემრი.