რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც ხვალ, 16 ივლისს იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა. ინფორმაცია პრომოუტერის Instagram-ის ანგარიშზე, parklive-ზე გამოქვეყნდა.
„ჩვენთვის აუხსნელი მიზეზების გამო, არტისტმა გადაწყვიტა კონცერტის გაუქმება. შეძენილი ბილეთების თანხის დაბრუნება ბილეთების პლატფორმაზე მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
ის, რომ Biletebi-ისგან 16 ივლისს დაგეგმილი რიკი მარტინის კონცერტი მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა, ამის შესახებ შეტყობინება მოქალაქეებმა Biletebi-ისგანაც მიიღეს.
"მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ რიკი მარტინის კონცერტი, რომელიც 2026 წლის 16 ივლისს რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე იყო დაგეგმილი, მომღერლის გადაწყვეტილებით გაუქმდა.
თანხა დაგიბრუნდებათ იმავე ბარათზე, რომლითაც ბილეთი შეიძინეთ. თანხის ანგარიშზე ასახვას შეიძლება 3-5 სამუშაო დღე დასჭირდეს." - ნათქვამია შეტყობინებაში.