თელავში უხვი ნალექის შედეგად გვიან ღამით მდინარე თელავის ხევი ადიდდა. მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა.
სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი.
ქალაქის აღნიშნულ ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი. მოსახლეობა ამბობს, რომ დატბორილია მათი კორპუსების სარდაფები, დაზიანებულია რამდენიმე ავტომანქანა.
დილიდან მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და სპეციალური ტექნიკა. დაწყებულია გაწმენდითი სამუშაოები. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]
კადრი: "მთავარი ამბები კახეთიდან"