9 ივლისის ღამით რუსეთში ტვერსა და სტავროპოლის მხარის ქალაქ მიხაილოვსკში უპილოტო საფრენმა აპარატებმა ნავთობპროდუქტების საცავებს შეუტიეს. თავდასხმების შედეგად ორივე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა.
ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA და მონიტორინგის Telegram-არხები იუწყებიან.
OSINT-ანალიტიკოსების მიერ თვითმხილველების ვიდეოების შესწავლის საფუძველზე, მიხაილოვსკში დარტყმის სამიზნე გახდა „ლუკოილ-იუგნეფტეპროდუქტის“ ნავთობბაზა.
ეს საწარმო ნავთობპროდუქტების შენახვით, გადატვირთვითა და რეალიზაციით არის დაკავებული. ის ნავთობბაზებისა და „ლუკოილის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელის მეშვეობით სამხრეთ და ცენტრალურ რუსეთს ნავთობპროდუქტებით ამარაგებს.
ამავე ღამით დრონებმა იერიში მიიტანეს მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ტვერში მდებარე ნავთობბაზაზეც .
გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ საწარმოს ტერიტორიაზე, სულ მცირე, ერთ-ერთ საწვავის რეზერვუართან ძლიერი ხანძარია გაჩენილი. ობიექტიდან ცეცხლის ალი და სქელი კვამლი ამოდის.