ირანის ყოფილი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის, დაკრძალვის ცერემონიაზე მისი სამი ვაჟი გამოჩნდა, თუმცა მისი მემკვიდრე. მოჯთაბა ხამენეი არ გამოჩენილა.
სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, მუსტაფა, მეისამი და მასუდი ლოცულობდნენ კუბოების უკან, რომლებიც თეირანში მდებარე დიდ რელიგიურ კომპლექსში, იმამ ხომეინის გრანდ მუჰსალას ფართო ეზოშია დასვენებული.
ერთი დღის განმავლობაში, როცა ცხედარი შენობაში იყო დასვენებული, რათა მას ირანის მაღალი თანამდებობის პირები და უცხოელი სტუმრები შეხებოდნენ, ხამენეის კუბო შაბათს გარეთ, შუშის ქვეშ გამოიტანეს, მისი ქალიშვილის, სიძის, რძლისა და 14 თვის შვილიშვილის კუბოებთან ერთად.
ამ დრომდე არ გავრცელებულა საჯარო ინფორმაცია ან ფოტო მოჯთაბა ხამენეის შესახებ, რომელიც, როგორც ამბობენ, დაშავდა 28 თებერვალს ისრაელისა და აშშ-ის იერიშების დროს.
როგორც Reuters-ს მოჯთაბა ხამენეის ახლო გარემოცვის წევრებმა განუცხადეს, მოჯთაბას სახე დასახიჩრებული აქვს და ერთი ან ორივე ფეხი მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული.
ირანში ყოფილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონია მიმდინარეობს. ორშაბათს, თეირანის ცენტრში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება, რის შემდეგაც აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს ყუმის სასულიერო სემინარიაში გადაასვენებენ, ოთხშაბათს კი ერაყში გადაასვენებენ შიიტების წმინდა სალოცავ ქალაქებში, ნაჯაფსა და კერბალაში. ხუთშაბათს აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს ირანში დააბრუნებენ და ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.