უკრაინის დედაქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს თქმით, ქალაქის ყველა მუნიციპალურ შენობაზე დროშები დაშვებული იქნება. ქალაქის ხელისუფლება რეკომენდაციას იძლევა, სახელმწიფო დროშები დაუშვან როგორც საჯარო, ასევე კერძო შენობებზე. დღეს კიევში ყველა გასართობი ღონისძიება აკრძალულია.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა 2 ივლისის ღამეს კიევზე დრონებითა და რაკეტებით მასშტაბური შეტევა განახორციელეს. ბოლო ინპფრმაციით, რუსეთის თავდასხმის შედეგად 30 ადამიანია დაღუპული, დაშავებულია კიდევ 90 მოქალქე.