რუსებმა პარასკევს გამთენიისას უკრაინის სუმის ოლქის რომნის რაიონს დრონებით შეუტიეს. ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეჰ გრიგოროვის განცხადებით, კერძო სექტორში მდებარე საცხოვრებელ სახლს დრონი მოხვდა.
მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია ოთხი დაღუპულის შესახებ. დაიღუპა ორი ქალი, ხანდაზმული კაცი და 2 წლამდე ასაკის გოგონა. დაშავდა კიდევ სამი ადამიანი.
გრიგოროვის თქმით, დრონი მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს დაეცა, რის შედეგადაც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.
რუს სამხედროებს სუმის ოლქზე განხორციელებული იერიშის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ.