კიევზე რუსეთის ღამის იერიშის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 56 დაშავდა
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ტიმურ ტკაჩენკოს ინფორმაციით, 2 ივლისის ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად კიევში 11 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 56-ზე მეტი დაშავდა.
მისი თქმით, დილის 8 საათის მონაცემებით, ქალაქში 30-ზე მეტი დაშავებული ოფიციალურად იყო დადასტურებული, თუმცა დაზარალებულთა რაოდენობა, სავარაუდოდ, კიდევ გაიზრდება, რადგან ადამიანები დახმარებისთვის კვლავ მიმართავენ სამსახურებს.
კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, სამაშველო ოპერაციების დროს ნანგრევებიდან 7 ადამიანი ცოცხლად ამოიყვანეს.
ტიმურ ტკაჩენკოს ბოლო ინფორმაციით, რუსეთის ღამის შეტევის შედეგად კიევში უკვე 56 დაშავებული ოფიციალურად არის დადასტურებული, მათ შორის 2 ბავშვია.