პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მინდია შერვაშიძე პოლიციამ 500 ლარით დააჯარიმა/
როგორც შერვაშიძემ მედიასთან განაცხადა, მისი დაჯარიმება თანამესაკნეებთან ხმამაღალმა დამშვიდობებას მოჰყვა.
მინდია შერვაშიძემ მის თანამესაკნეებს, რეზო კიკნაძესა და ირაკლი ნადირაძეს ქუჩიდან დაუძახა: „მიყვარხარ“.
ცნობისთვის, მინდია შერვაშიძეს, რომელიც თორნიკე თოშხუასთან ერთად ყოფილი ფეხბურთელისა და „ქართული ოცნების“ აქტივისტის, ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობისთვის იხდიდა სასჯელს, სააპელაციო სასამართლომ სასჯელის ვადა შეუმცირა და დღეს გათავისუფლდა. საპატიმრო დაწესებულებასთან მას ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები დახვდნენ.