მოსკოვის ოლქის ქალაქ ლიუბერცში ელექტროქვესადგურზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქის ორ რაიონს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრებლები სოციალურ ქსელებში წერენ. ასევე შესაბამის ცნობებს ავრცელებს გამოცემა "მედუზა".
გავრცელებული ვიდეოკადრების მიხედვით, ელექტროქვესადგურიდან ამოსული კვამლი შორიდანაც კარგად ჩანს.
მოსკოვის ოლქის ქალაქებში - ლიუბერცსა და კოტელნიკში ელექტროენერგიის მიწოდება შეფერხდა.
ქალაქ კოტელნიკის მერმა, მიხაილ სობოლევმა განაცხადა, რომ ავარია კომპანია „როსსეტის“ ელექტროქვესადგურზე მოხდა, რის გამოც რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ლიუბერცის ადმინისტრაციამაც დაადასტურა ელექტროენერგიის გათიშვის ფაქტი. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, კომპანიის სპეციალისტები მომხდარის მიზეზებს იკვლევენ.
მანამდე, ოთხშაბათს, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინი განაცხადა, რომ ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს, რომელბიც რუსეთის დედაქალაქისკენ მიფრინავდნენ.