ირლანდიამ, როტაციის პრინციპის შესაბამისად, კვიპროსისგან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა გადაიბარა.
ირლანდია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2027 წლის პირველ იანვრამდე იქნება.
„ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ შევასრულებთ ჩვენს საქმეს ევროკავშირისა და მისი მოქალაქეების საკეთილდღეოდ. ჩვენი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში ვიმუშავებთ იმისთვის, რომ კავშირი უფრო წარმატებული და უსაფრთხო გახდეს, ასევე, ჩვენ საერთო ფუნდამენტურ ღირებულებებს დავიცავთ“, - განაცხადა ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მაიკლ მარტინიმ.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანა მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან, ევროპარლამენტსა და ევროკომისიასთან, რათა მაქსიმალური პროგრესი იყოს მიღწეული.
მაიკლ მარტინის თქმით, ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში უცვლელი დარჩება უკრაინის მიმართ ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა. გარდა ამისა, მისი თქმით, ირლანდია მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, რათა ხელი შეუწყოს მათ წევრობისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას და რეგიონში კეთილდღეობის, სტაბილურობის განმტკიცებას.
ასევე ირლანდია მხარს დაუჭერს იმ ქვეყნებს, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურთ.
„ჩვენი მუშაობის ცენტრში ევროკავშირის ღირებულებები იქნება. ირლანდიის თავმჯდომარეობა ევროკავშირსა და კანდიდატ ქვეყნებში კანონის უზენაესობის დაცვას უზრუნველყოფს. განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ჩვენი დემოკრატიული სისტემების სიმტკიცეს“, - აღნიშნულია ირლანდიის თავმჯდომარეობის პროგრამაში.