აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დადგენილება, რომელიც ქვეყანაში უკანონოდ მყოფი იმიგრანტების აშშ-ში დაბადებულ ჩვილს ავტომატურად ამერიკის მოქალაქეობის მინიჭებას უზღუდავდა. იუწყება CNN
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მცდელობების წინააღმდეგ მისცა ხმა, გააუქმოს დაბადებისთანავე მინიჭებული მოქალაქეობა, რომელიც საუკუნეზე მეტია რაც არსებობს, შესაბამისად, ბათილად ცნო აშშ-ის პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც მისი დღის წესრიგის საკვანძო კომპონენტი იყო.
ექვსი ხმით სამის წინააღმდეგ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა ძალაში დატოვეს 150-წლიანი ტრადიცია, რომელიც კონსტიტუციაშია გაწერილი და ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ჩვილებს ავტომატურად ანიჭებს აშშ-ის მოქალაქის სტატუსს.
CNN-ის ცნობით, ეს აშშ-ის პრეზიდენტის დიდი მარცხია, რომლის წინასაარჩევნო კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი “სამშობიარო ტურიზმის” დასრულება, არალეგალური და ლეგალური მიგრაციის შემცირება იყო.