ევროკომისიამ უკრაინას 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში პირველი ნაწილი გადაურიცხა, 6 მილიარდიდან 3.9 მილიარდი ევრო. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
ეს თანხა უკრაინული წარმოების დრონების შესაძენად იქნება გამოყენებული.
ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია ნათქვამი.
30 ივნისს უკრაინამ მიიღო პირველი ტრანშის პირველი ნაწილი -3,9 მილიარდი ევრო 6 მილიარდიდან. თანხა ევროკავშირის 90-მილიარდიანი სესხის ფარგლებში გამოიყო და სრულად მოხმარდება უკრაინის არმიისთვის დრონების შეძენას.
„ევროკომისია დღეს იწყებს 3,9 მილიარდი ევროს გადახდას, როგორც პირველი ტრანშის პირველი ნაწილის დაფინანსებას. დაახლოებით 6 მილიარდი ევროს მოცულობის ეს ტრანში განკუთვნილია უპილოტო საფრენი აპარატების შესაძენად — ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა, რომელიც უკრაინას რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება“, - ნათქვამია ევროკომისიის განცხადებაში.