რუსმა ოკუპანტებმა 29 ივნისს, დილით, დნიპროზე იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა.
დნეიპროპეტროვსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლექსანდრ განჯას ცნობით, მტრის თავდასხმის შედეგად განადგურდა კერძო საწარმო.
განჯას ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 21 კი დაშავდა.
ადგილზე ყველა საგანგებო სამსახური მუშაობს.