არცერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას. არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი. სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ვიკა ფილფანი სოციალურ ქსელში წერს.
"26 ივნისს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის თვალწინ მოხდა წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, ჯგუფური თავდასხმა საქართველოს პარლამენტის წევრებზე, რასაც ჯერ-ჯერობით არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.
ძალადობა იქნება სისტემური მანამდე სანამ ის არ დაისჯება თავად იმ ადამიანებში და სტრუქტურებში ვინც ძალადობაზეა პასუხისმგებელი.
არცერთი მანდატი არ არის ინდულგენცია სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენისას. არც სპორტული ტიტულებია ძალადობის საშვი.
სისტემურ დაუსჯელობას ახალისებს სწორედ მაღალჩინოსანთა დაუსჯელობა!
ქვეყანაში სადაც კრიმინალები და სამართალდამცავები გვერდიგვერდ სჩადიან ჯგუფურ დანაშაულებს, ამის მთავარი ავტორი არის თავად ხელისუფლება და პარლამენტარები რომლებიც თავად სჩადიან კრიმინალს!
მზია ამაღლობელი მეორე წელია ციხეშია, მხოლოდ ერთი მიზეზით- პოლიციელის მინდირს ამოფარებულ უღირს “კაცს” შეურაცყოფაზე სილით უპასუხა!
ხოშტარია ციხეშია მხოლოდ იმიტომ რომ 100 ლარიან ბანერზე ფოლმასტრით არაშეურაცმყოფელი შინაარსის წარწერა გააკეთა!
20-21 წლის ბიჭები ციხეში არიან მხოლოდ იმიტომ რომ აქციაზე იდგნენ!" - წერს ვიკა ფილფანი.