აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულია შეთანხმება დროებით შეწყვიტონ ურთიერთთავდასხმები და დოჰაში (კატარი) დაიწყონ მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებული დაძაბულობის ფონზე. ამის შესახებ Axios ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება.
წყაროს თქმით, მხარეები შეთანხმდნენ ესკალაციის შემცირებაზე და „ნებისმიერი სახის კინეტიკური მოქმედების შეწყვეტაზე“.
მეორე ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა განმარტა, რომ ორივე მხარე ამ ეტაპზე თავს იკავებს სამხედრო მოქმედებებისგან და, პარალელურად, „გემებს თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ“, ვიდრე ტექნიკური მოლაპარაკებები გრძელდება.
როგორც ცნობილია, სამშაბათისთვის დაგეგმილი შეხვედრა უკვე დადასტურებულია აშშ-ის ოფიციალური პირებისა და პროცესში ჩართული წყაროების მიერ. თავდაპირველად მოლაპარაკებები შვეიცარიაში უნდა გამართულიყო და ირანის ბირთვულ პროგრამას ეხებოდა, თუმცა ესკალაციის გამო ისინი კატარში გადაიტანეს და ფოკუსი ჰორმუზის სრუტეზე გადაიტანეს.
Axios-ის ცნობით, ამერიკული ტექნიკური გუნდის ხელმძღვანელი ნიკ სტიუარტი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს.