89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი.
ინფორმაციას გარდაცვლილის მეგობრები სოციალურ ქსელში ადასტურებენ.
გენო ნადირაშვილი ანსამბლ „ორერას“ პირველი თაობის წარმომადგენელი და სოლისტი იყო, მოგვიანებით კი, ანსამბლის ხელმძღვანელი გახდა. მუსიკოსს ქართული კულტურისა და ესტრადის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის არაერთი საპატიო წოდება და ჯილდო ჰქონდა მიღებული. 2018 წელს ფილარმონიის წინ გენო ნადირაშვილის ვარსკვლავი გაიხსნა.