ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 589-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულია 2,980 ადამიანი. ამის შესახებ პრეზიდენტმა დელსი როდრიგესიმა განაცხადა.
მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.
„ჩვენ ერთი წუთიც არ დაგვიძინია, ვცდილობთ სიცოცხლეების გადარჩენას,“ - განაცხადა როდრიგესმა.
მედიის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ძირითადად კონცენტრირებულია ლა-გუაირას შტატში, რომელიც, როგორც ჩანს, ყველაზე მეტად დაზარალდა. მთავრობის განცხადებით, კარაკასში საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიქმნა საკვები პროდუქტების, წყლისა და მედიკამენტების მარაგის ცენტრი საჭიროებისთვის.
ვენესეულაში ორი ძლიერი მიწისძვრა (დაახლოებით 7.2 და 7.5 მაგნიტუდის) 24 ივნისს მოხდა. მიწისძვრამ კარაკასსა და ლა-გუაირაში მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.