დაახლოებით 235 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 4,300 ადამიანი დაშავდა ვენესუელაში მომხდარი ორი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად. ამის შესახებ ვენესუელის ჯანდაცვის მინისტრმა კარლოს ალვარადომ სახელმწიფო ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განცხადებით, დაშავებულთა დიდი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა და სამედიცინო დაწესებულებები გადატვირთულია.
ვენესეულაში ორი ძლიერი მიწისძვრა (დაახლოებით 7.2 და 7.5 მაგნიტუდის) 24 ივნისს მოხდა. მიწისძვრამ კარაკასსა და ლა-გუაირაში დიდი ნგრევა გამოიწვია.
მთლიანად განადგურებულია საცხოვრებელი უბნების ნაწილი, განსაკუთრებით სანაპირო ზონებში
საავადმყოფოები გადატვირთულია და ზოგ რეგიონში ელექტროენერგია და კავშირი არ მუშაობს.
ხელისუფლებამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.