ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ თანამდებობა დატოვა.
მედიის ცნობით, დღეს ლიეტუვის მინისტრთა კაბინეტი შეიკრიბა, რომელზეც მინისტრებმა მთავრობის გადადგომის შესახებ რეზოლუცია დაამტკიცეს.
„ყველა სირთულის მიუხედავად, ჩვენ საამაყო ბევრი რამ გვაქვს და თითოეულმა თქვენგანმა ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისა და ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა“, - განუცხადა რუგინინემ მინისტრებს.
მან უარყო მოსაზრება, თითქოს საკუთარი პარტიის მსხვერპლი გახდა და განაცხადა, რომ გარდამავალი პერიოდი ნორმალური პოლიტიკური პროცესია.
მიმდინარე საპარლამენტო ვადის განმავლობაში, ეს ლიეტუვაში მთავრობის ვადამდელი შეცვლის მეორე შემთხვევაა.
ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ სეიმს პრემიერ-მინისტრის კანდიდატურა მომდევნო 15 დღის განმავლობაში უნდა წარუდგინოს, რომელიც დეპუტატებმა ერთი კვირის ვადაში უნდა დაამტკიცონ.