ელენე, მზია და სხვები ციხეში არიან და ჯანმრთელობა უნადგურდებათ, მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე მიშამ, ვინმე თაკომ, ან ვინმე ნანულამ თავიანთი დელუზიური ამბიციები იფხანონ, - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"აი ასე ვულგარულად, დაისვამს ფორმულას 4 კორუმპირებული წამყვანი სააკაშვილის რომელიმე კეკელას - მოაწყობინებს ცილისმწამებელ დიარეას ცალ კარში ისე, რომ ვისზეც ცილისწამებას ავრცელებს ის პოლიტიკური მოთამაშე დაბლოკილი ყავთ, და ჩემგან ითხოვენ რომ მათ ჩეჩმას ოპოზიციური ტელემედია ვუწოდო.
ოღონდ ღადაობა ისა, რომ ეს 10 წელია გრძელდება ამ
პოსტ საბჭოთა ტელეკლოაკებში - შედეგად, ამ სამარცხვინო პრაქტიკის დამკვეთი ნადგურდება, მე - ვიზრდები.
პრობლემა ისაა, რომ დრო იკარგება ამ მყრალი წესრიგის ნგრევაში - ელენე, მზია და სხვები ციხეში არიან და ჯანმრთელობა უნადგურდებათ მხოლოდ იმიტომ რომ ვინმე მიშამ, ვინმე თაკომ, ან ვინმე ნანულამ თავიანთი დელუზიური ამბიციები იფხანონ.
1. ცილისწამებაა რომ ახალაიას საქმეზე მოწმე ვარ! ერთადერთი, რაც საქმეში შეიძლება იდოს არის ჩემი ჩვენება, რომ მოწმედ არ გამოვდგები.
არ გამოვუძახივარ სასამართლოს - არც ბრალდებას, არც დაცვას.
(ახალაიას ცოლს თავისი ქმარი რომ უფრო უყვარდეს, ვიდრე მე ვეზიზღები, შეიძლება უკეთესად ყოფილიყო მისი ქმარიც და თავადაც მაგრამ ეგ ჩემი სადარდებელი ვერ იქნება - დელუზიურია ყველა, ვინც ფიქრობს რომ ჩემთვის რამენაირი კომპრომატია ახალაიასთან დაპირისპირება, პირიქით ბრიყვებო).
2. ცილისწამებაა, რომ ფორმულას “შავი ფულის აღებას” ვაბრალებ - მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტების კონსტატაციას ვახდენ და დადასტურებულ ინფორმაციას ვავრცელებ, დადასტურებული ინფორმაციაა რომ 540 ათასი ლარი აიღეს და ეს ვერანაირად ვერ იქნება საარჩევნო წლის სარეკლამო დავალიანება, იმიტომ რომ პოლიტიკურ რეკლამას წინასწარ იხდი და იმდენს თხრიან, ბოლოს კატას გამოთხრიან", - წერს ჩერგოლეიშვილი.