რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, პიერ მორელის ტელეფონით ესაუბრა.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობითვე, მორელმა კარასინს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეების მიერ თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში გამართული შეხვედრების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ამას გარდა, როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, სატელეფონო საუბრისას მხარეებმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგ რაუნდზეც ისაუბრეს, რომელიც 4 მარტს გაიმართება.