ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესის მეუღლე, ბეგონია გომესი, კორუფციის საქმეზე სასამართლოს წინაშე წარდგება.
გამოძიება ულტრამემარჯვენე ჯგუფების ინიციატივით დაიწყო, რომლებიც სანჩესის სოციალისტური პარტიის წინააღმდეგ გამოდიან.
გარდა ამისა, ქალს უკვე აეკრძალა ქვეყნის დატოვება, იუწყება Reuters.
ბეგონია გომესს, რომ შესაძლოა პრემიერ-მინისტრის მეუღლის სტატუსი სამუშაო კონტრაქტების მისაღებად გამოეყენებინა. თავად გომესი რაიმე სახის სამართალდარღვევას უარყოფს.
მის წინააღმდეგ საქმე ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა წამოიწყეს, რომლებიც პედრო სანჩესის სოციალისტური პარტიის წინააღმდეგ გამოდიან.
გამომძიებელმა მოსამართლემ, ხუან კარლოს პეინადომ, დაადგინა, რომ გომესმა უნდა ჩააბაროს პასპორტი, არ დატოვოს ესპანეთის ტერიტორია და თვეში ორჯერ გამოცხადდეს სასამართლოში.
Reuters-ის ცნობით, ეს საქმე ერთ-ერთია რამდენიმე კორუფციულ საქმეს შორის, რომლებიც უკვე სასამართლოში განიხილება ან სასამართლო განხილვის ეტაპს უახლოვდება და პოლიტიკურ ზეწოლას ახდენს პედრო სანჩესზე.
თავად ესპანეთის პრემიერ-მინისტრი აღნიშნული საქმეების ფიგურანტი არ არის. მისი განცხადებით, ასეთი საქმეების აღძვრა იმ კამპანიის ნაწილია, რომელიც მისი თანამდებობიდან ჩამოშორებას ისახავს მიზნად.