უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროკავშირის სამიტის ფარგლებში პირველად შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მასთან მოკლე საუბარი გამართა.
ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე მადიარმა აღნიშნა, რომ უკრაინის საკითხი სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო და ზელენსკი ღონისძიებას პირადად ესწრებოდა.
"შესაძლოა, ნახეთ ფოტოები, სადაც ერთმანეთის გვერდით ვართ. დიახ, ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და არ დავმალავ, რომ ეს ხანმოკლე საუბარი იყო,“ - განაცხადა მან.
მისი თქმით, საუბრის დროს უკრაინის პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრის გამართვა ბერეგოვოში, ზაკარპატიაში.
„ერთმანეთს გავაგებინეთ, რომ უახლოეს მომავალში შეხვედრისთვის მზად ვართ. მე კვლავ ვუთხარი, რომ მოხარული ვიქნებოდი, თუ შევხვდებოდით მშვენიერ ბერეგოვოში, ზაკარპატიაში“, - განაცხადა მადიარმა.
თუმცა, უნგრეთის პრემიერის განმარტებიდან გამომდინარე, ზელენსკი ამ შეთავაზებას არ დათანხმდა. მადიარის თქმით, ასეთი შეხვედრის ჩატარება მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი არ არის.