უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ომის დასრულებით არ არის დაინტერესებული და ეშინია რუსი სამხედროების სახლში დაბრუნების.
„პუტინს არ სურს შეჩერება და ყველა მისი საუბარი იმის შესახებ, რომ მას მშვიდობა სურს, არის ტყუილი“, - თქვა ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, კიევი მზად არის რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ევროპამ უნდა გააძლიეროს სანქციური ზეწოლა მოსკოვზე, მათ შორის უნდა მოხდეს რუსეთის აქტივების კონფისკაცია და უკრაინის დაფინანსება გამონაკლისების გარეშე.
„უდავოა, პუტინს ეშინია თავისი არმიის სახლში დაბრუნების. სწორედ ამიტომ მას ეშინია ომის დასრულების მოლაპარაკებების გარეშე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უსაფრთხოების საიმედო გარანტიების გარეშე რუსეთი მომავალში შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს აგრესიას, ხოლო პუტინის მიზანი კვლავ რჩება საბჭოთა ტიპის გავლენის აღდგენა.
გარდა ამისა, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ფაქტობრივად უკვე ერთ-ერთი უძლიერესი არმიაა ევროატლანტიკურ სივრცეში და ნატო-ს სრულფასოვან წევრობას საჭიროებს.