აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის პორტების ბლოკადა მოხსნა.
ცენტრალური სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ, აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად, ბლოკადა ირანის პორტებსა და სანაპირო ზონებში შემავალი და გამავალი ყველა საზღვაო მოძრაობისთვის უკვე მოხსნილია.
“დღეს აშშ-ის ძალებმა, პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად, მოხსნეს ირანის პორტებსა და სანაპირო ზოლებში შემავალი და გამავალი ყველანაირი საზღვაო მიმოსვლის ბლოკადა. ამერიკული ძალები არ უშლიან ხელს გემების ტრანზიტს ირანის პორტებისკენ ან პორტებიდან. აშშ-ის სამხედრო ბლოკადის ძალაში ყოფნის ყველა მცდელობა შეწყდა. ჩვენი შესანიშნავი საზღვაო ხომალდები დარჩებიან საერთო არეალში, რათა უზრუნველყონ შეთანხმების ყველა ასპექტის დაცვა, შესრულება და სრული ძალითა და ეფექტურობით მოქმედება“, – ნათქვამია განცხადებაში.