ევროპელი ლიდერები „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე გავლენის მოხდენას ცდილობდნენ და თავი უსარგებლო და მავნე იდეებით თავი გამოუტენეს“, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, სამიტზე უკრაინის საკითხი აქტიურად განიხილებოდა.
„უკრაინის თემა „დიდი შვიდეულის“ სამიტის სხდომებზე აქტიურად განიხილებოდა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ტრამპს, ასე ვთქვათ, უსასარგებლო, მავნე იდეებით გამოუტენეს“, - განაცხადა უშაკოვმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციასთან კონტაქტი ჯერ არ ჰქონიათ.
უშაკოვის თქმით, ევროპელები ტრამპზე „არასასარგებლო გავლენას“ ახდენენ, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი „ძლიერი პოლიტიკოსია“ და საკუთარ შეხედულებებს იცავს.
კრემლის წარმომადგენელმა ასევე განაცხადა, რომ ევროპელი ლიდერები უკრაინაში ომის გაგრძელებას ემხრობიან.
„ამასთან, ისინი სრულიად მცდარი, ყალბი მოსაზრებით ხელმძღვანელობენ, თითქოს ბრძოლის ველზე ვითარება უკრაინული ძალების სასარგებლოდ იცვლებოდეს, რაც კატეგორიულად არ შეესაბამება სინამდვილეს“, - აღნიშნა მან.
ამასთან, უშაკოვის ინფორმაციით, აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი უახლოეს პერიოდში რუსეთს ეწვევიან, თუმცა ვიზიტის ზუსტი თარიღები ჯერ განსაზღვრული არ არის.