აშშ აღიარებს იაპონიის სუვერენიტეტს კურილიის კუნძულებზე და მოუწოდებს მოსკოვსა და ტოკიოს, პროდუქტიულად გადაწყვიტონ ტერიტორიული დავა.
ამის შესახებ "ინტერფაქსს" რუსეთში აშშ-ს საელჩოში განუცხადეს.
"აშშ-ს მთავრობა მხარს უჭერს იაპონიას ამ საკითხში და აღიარებს იაპონიის სუვერენიტეტებს კუნძულებზე", - განაცხადეს აშს-ს საელჩოში კურილისს კუნძულებითან დაკავშირებით ოფიციალური ვაშინგტონის პოზიციის განმარტებისას.
ვაშინგტონი ასევე მხარს უჭერს იაპონიისა და რუსეთის ძალისხმევას სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერასთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვისა ტოკიოს ურთიერთობები სერიოზულად მას შემდეგ გართულდა, რაც იაპონიის ოფიციალურმა პირებმა მკვეთრი განცხადებები გააკეთეს რუსეთის ხელისუფლების პირველი პირების ვიზიტთან დაკავშირებით კურილიის კუნძულებზე. აღნიშნული ტოკიოს მიერ "შეურაცხყოფად" შეფასდა.