ბიალა პოდლასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია - ის საქართველოს პასპორტს იყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი ავრცელებს.
„ბიალა-პოდლიასკაში რუსეთის მოქალაქის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი დაკავებულია ლუბლინის პოლიციისა და შიდა უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. ის საქართველოს პასპორტს იყენებს. შესაბამისი სამსახურები აგრძელებენ გამოძიებას და ცდილობენ დაადგინონ დანაშაულის შესაძლო ორგანიზატორები,“ - წერს ტუყსკი
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პოლონეთში, ბიალა პოდლასკაში რუსი მხატვარი და სატირიკოსი, ფსევდონიმით ცნობილო სემიონ სკრეპეცკი მოკლეს. მას თავდამსხმელმა საცხოვრებელ კორპუსთან რამდენჯერმე ესროლა. პოლონური მედიის ინფორმაციით, სკრეპეცკი საკუთარ ნამუშევრებში რუსეთის ხელისუფლებას, მათ შორის ვლადიმირ პუტინს ხშირად აკრიტიკებდა.