აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აშშ-ირანის ურთიერთგაგების მემორანდუმს ვერსალის სასახლეში გამართულ ვახშამზე მოაწერა ხელი. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. როგორც მედია ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით აღნიშნავს, დონალდ ტრამპმა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მანამდე ურთიერთგაგების მემორანდუმს ელექტრონულად მოაწერეს ხელი, თუმცა ახლა დოკუმენტის ფიზიკური, ოფიციალური ვერსიაც გაფორმდა.
ინფორმაციას CNN ავრცელებს.
„ეს ადვილი არ იყო“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ვერსალის მემორანდუმზე ხელმოწერისას.
ტრამპმა დოკუმენტს ხელი მოაწერა ვერსალის სასახლეში გამართული ვახშმის წინ ცოტა ხნით ადრე, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა უმასპინძლა.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, ტრამპმა დოკუმენტის ბეჭდურ ვერსიას მოაწერა ხელი, რის შემდეგაც ხელმოწერილი ასლის ფოტო ირანის მხარეს გადაეგზავნა. ამის შემდეგ მემორანდუმს ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმაც მოაწერა ხელი.
ამერიკული მხარის ინფორმაციით, პარასკევს ჯეი დი ვენსის მონაწილეობით ოფიციალური ხელმოწერის ცერემონია კვლავ იგეგმება.