შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება-რეაბილიტაციის მასშტაბურ სამუშაოებს ახორციელებს. ამ ეტაპზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხორნაბუჯში გამანაწილებელი არხის 2100-მეტრიანი მონაკვეთი ნატანი მასისგან და ბალახეული საფარისგან იწმინდება. აღნიშნული ინფრასტრუქტურა როგორც საირიგაციო, ისე სადრენაჟე ფუნქციას ასრულებს.
ჩატარებული სამუშაოები უზრუნველყოფს არხში წყლის შეუფერხებელ გადინებას, რაც, ერთი მხრივ, მიწებს დაჭაობებისგან დაიცავს, ხოლო, მეორე მხრივ, 100 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს წყლის მიწოდებას.
რეგიონებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვასა და წყალმომარაგების სტაბილურობას უზრუნველყოფს.