უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საფრანგეთში, „დიდი შვიდეულის“ (G7) სამიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრა გამართა.
ამის შესახებ ზელენსკიმ X-ზე დაწერა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს უკრაინის თავდაცვითი მხარდაჭერა, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების შემდგომი გაძლიერება, ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის მიერ განხორციელებული „შორ მანძილზე მოქმედი სანქციების“ შედეგები.
"გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ევიანში კარგი შეხვედრა მქონდა.
ჩვენ განვიხილეთ უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, განსაკუთრებით საჰაერო თავდაცვის შემდგომი გაძლიერება, ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის მიერ განხორციელებული შორ მანძილზე მოქმედი სანქციების შედეგები.
ცალკე განვიხილეთ დღეს გამართული G7-უკრაინის შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმებების შესრულების გზები. მნიშვნელოვანია, რომ უკრაინის ეფექტიანობას ბრძოლის ველზე და შორ მანძილზე მოქმედ შესაძლებლობებში თან ახლდეს რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა.
მადლობა გადავუხადე გერმანიას უკრაინის მხარდაჭერისთვის და ჩვენი ხალხის სიცოცხლის დაცვის საქმეში ლიდერობისთვის რუსეთის მასშტაბური თავდასხმების ფონზე. ასევე მადლობელი ვარ გერმანიის მხარდაჭერისთვის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელი ხალხისთვის", - წერს ზელენსკი.