აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საფრანგეთში მიმდინარე "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში უკვე გამართა შეხვედრა და მასთან კიდევ ერთ შეხვედრას გეგმავს.
მედიის ინფორმაციით, ზელენსკიმ, ტრამპმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა "დიდი შვიდეულის" სამიტის ფარგლებში სამმხრივი შეხვედრა გამართეს.
შეკითხვაზე, იყო თუ არა დაგეგმილი მისი შეხვედრა ზელენსკისთან, ტრამპმა უპასუხა:
„მე უკვე მქონდა ერთი შეხვედრა.“
მისი თქმით, ეს იყო „ძალიან კარგი შეხვედრა“.
ტრამპმა ასევე ისაუბრა რუსეთ-უკრაინის ომზე და აღნიშნა:
„რუსეთმა შეთანხმება უნდა დადოს. რუსეთმა უზარმაზარი დანაკარგი განიცადა ისევე როგორც უკრაინამ.“
შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა დაამატა, რომ „დღეს მოგვიანებით კვლავ შევხვდები მას“, რაც, სავარაუდოდ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან კიდევ ერთ შეხვედრას გულისხმობს.
G7-ის სამიტზე უკრაინის საკითხი და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის შემდგომი ნაბიჯები ერთ-ერთი მთავარი თემაა.