ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყანა საბოლოოდ შეთანხმდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე. ეს კლასტერი ეხება გაწევრიანების ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის მართლმსაჯულებისა და კანონის უზენაესობის განვითარებას, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას და სხვა საკითხებს.
„ევროკავშირის ქვეყნებმა შეთანხმებას მიაღწიეს უკრაინისა და მოლდოვის გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნაზე. დღეს ჩვენ ვიწყებთ მოლაპარაკებებს ამ პროცესის ძირითად მიმართულებაზე, კერძოდ, მართლმსაჯულებისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.
ევროკომისიაში ასევე აღნიშნეს, რომ „გაფართოება ჩვენი საუკეთესო ინვესტიციაა მომავალი მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის.“
გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის თქმით, ეს დღე "ევროჯკავშირის გაფართოების მეგა-ორშაბათია".
"ეს აღნიშვნის დღეა. ამ დღეს ასევე გამოვიყენებ, რათა კანდიდატებს რეფორმების ტემპის შენარჩუნებისკენ მოვუწოდო," - თქვა კოსმა.
უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების მხრივ პროგრესს წლების განმავლობაში ბლოკავდა და ვეტოს მოხსნის სანაცვლოდ უკრაინის მთავრობისგან 11 მოთხოვნის დაკმაყოფილებას ითხოვდა.
უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია ევროკომისიამ 2024 წლის 7 ივნისს გასცა.