აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ საფრანგეთში ჩავიდა, ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თვითმფრინავი ჟენევაში დაეშვა, საიდანაც „დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობის მიღების მიზნით საფრანგეთში, ევიან-ლე-ბენში გაემგზავრა.
სამიტი საფრანგეთის ქალაქ ევიან-ლე-ბენში 15-17 ივნისს იმართება და მას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობს.
სამიტის დღის წესრიგში ასევე შედის უკრაინაში ომი, ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობები, ხელოვნური ინტელექტი და გლობალური ეკონომიკური გამოწვევები.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე დაესწრება სამიტს და დასავლელი ლიდერებისგან დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიღებასა და რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებას მოითხოვს.
სამიტის დასრულების შემდეგ დაგეგმილია ტრამპისა და მაკრონის ცალკე შეხვედრა და ვახშამი ვერსალის სასახლეში.