თბილისში, ავლაბრის დასახლებაში ხანძარია. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის სხვენში გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი.
ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რამდენიმე ჯგუფია მობილიზებული.
ცეცხლი 3-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული მაშველებმა გამოიყვანეს და ის ამ დროისთვის კონტაქტურ მდგომარეობაშია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები უცნობია.