ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფის 25-ე შეხვედრა გალში 2 მარტს გაიმართება. ეს განცხადება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკეთა თანათავმჯდომარემ ევროკავშირის მხრიდან პიერ მორელმა სოხუმში გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"საქმე შეხვედრების რაოდენობაში არ არის, საქმე ისაა, რომ ესაა ადგილი, სადაც ხვდებიან, მუშაობენ და იხილავენ ძალიან მგრძნობიარე პუნქტებს", _ განაცხადა მორელმა.