აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს. ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი ავრცელებს.
შარიფის თქმით, პაკისტანი ემზადება ელექტრონული ხელმოწერისთვის, რომელსაც მომავალ კვირაში ტექნიკური დონის მოლაპარაკებები მოჰყვება.
მისი თქმით, ორივე მხარე უკვე შეთანხმდა ტექსტზე და ვაშინგტონი მომდევნო დღეებში თავდაპირველი შეთანხმების ხელმოწერას ელის.
„ჩვენ სამშვიდობო შეთანხმებასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. მისი საბოლოო გაფორმება, სავარაუდოდ, მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი. პაკისტანი ამზადებს შეთანხმების ელექტრონული ხელმოწერის პროცესს, რომელსაც მომდევნო კვირას ტექნიკური დონის მოლაპარაკებები მოჰყვება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება მყარ საფუძველს შექმნის გრძელვადიანი მშვიდობისთვის“, - წერს შარიფი X-ზე.