ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ესმაილ ბაღეიმ განაცხადა, რომ აშშ-სთან შესაძლო შეთანხმების შესახებ გავრცელებული ცნობები და განცხადებები სპეკულაციურია და „ჯერ არაფერი საბოლოოდ შეთანხმებული არ არის“.
„ირანს შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია “, - განაცხადა მან.
ბაღეიმ აღნიშნა, რომ შეთანხმების ტექსტის უმეტესი ნაწილი უკვე „დასრულებულია“, თუმცა აშშ „ახალ მოთხოვნებს“ აყენებს და „ახალ პირობებს ამატებს“.
მან ასევე უარყო, რომ ირანი „ზეწოლის ქვეშ დათმობაზე წასვლას“ აპირებს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანა არ გადაკვეთს საკუთარ „წითელ ხაზებს“.
ბაღეის თქმით, შუამავლის როლს ირანსა და აშშ-ს შორის, ასევე პაკისტანისთან ურთიერთობებში, კატარიაც ასრულებს.
მან ასევე აშშ დაადანაშაულა ჰორმუზის სრუტეში არსებული ვითარების გამწვავებაში და განაცხადა, რომ ამერიკის ქმედებებმა სრუტე „ნაკლებად უსაფრთხო“ გახადა.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ "ირანთან შეთანხმება მიღწეულია და შესაძლოა, შაბათ-კვირას გაფორმდეს".