აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის წინააღმდეგ დაანონსებულ დარტყმებს აუქმებს, რადგან, მისი თქმით, მხარეებს შორის შეთანხმების „საბოლოო პუნქტები“ უკვე დამტკიცებულია.
ამასთან, აშშ-ს პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეთანხმების ხელმოწერის დრო და ადგილი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება.
„იმის გათვალისწინებით, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან განხილვები ირანის უმაღლესი ხელმძღვანელობის დონეზე არის მიყვანილი და დამტკიცებული, მე, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, გავაუქმე ირანის წინააღმდეგ დღეს საღამოს დაგეგმილი დარტყმები და დაბომბვები", - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, „მოლაპარაკებები და შეთანხმების საბოლოო პუნქტები დამტკიცებულია ყველა ჩართული მხარის მიერ, როგორც საერთო პრინციპების, ისე უმცირესი დეტალების დონეზე.“
მან იმ ქვეყნების ჩამონათვალიც მოიყვანა, რომლებიც, მისი განცხადებით, შეთანხმების დამტკიცებაში მონაწილეობდნენ: აშშ, ისრაელი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, თურქეთი, პაკისტანი, ბაჰრეინი, ქუვეითი, იორდანია და ეგვიპტე.
„საზღვაო ბლოკადა სრულად შენარჩუნდება და ძალაში დარჩება ვიდრე ეს შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმდება,“ - განაცხადა ტრამპმა.