რუსეთში გაერთიანებული სამეფოს, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩები - ნაიჯელ კეისი, ალექსანდერ ლამბსდორფი და ნიკოლა დე რივიერი - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილეს, მიხაილ გალუზინ შეხვდნენ.
მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა რუსეთში საფრანგეთის ელჩმა, ნიკოლას დე რივიერმა.
„ძალიან კარგი დისკუსია გვქონდა და მოგვიანებით გავავრცელებთ განცხადებას“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.
მიხაილ გალუზინთან შეხვედრა საათ-ნახევარს გაგრძელდა.