საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ახლო აღმოსავლეთის ლიდერები და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენკი "დიდი შვიდეულის" სამიტზე მიიწვია.
ამის შესახებ Le Monde იტყობინება.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, მომავალ კვირას საფრანგეთში დაგეგმილ G7-ის შეხვედრაზე მიიწვევს ეგვიპტის, საუდის არაბეთის, კატარისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებს, რათა განიხილონ ომი ახლო აღმოსავლეთში.
მისი თქმით, სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება ჰორმუზის სრუტის შესაძლო ჩაკეტვა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე და იწვევს საწვავის ფასების ზრდას. ასევე განხილული იქნება ირანთან დაკავშირებული მოლაპარაკებები.
ემანუელ მაკრონმა ასევე განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენკი მონაწილეობას მიიღებს "დიდი შვიდეულის" სხდომაში, რათა „აღდგეს კონსენსუსი“ უკრაინის მხარდაჭერაზე.
მისი თქმით, ეს მნიშვნელოვანია, რადგან G7-ის ქვეყნებს შორის არსებობს განსხვავებული პოზიციები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიმართებით.
ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს სამშაბათ დილას, საფრანგეთის კურორტ ევიანში დაგეგმილ შეხვედრაში.