უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალებს მათი შექმნიდან ერთი წლის შემდეგ შედეგეი უკვე მოჰყვა. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში ისაუბრა.
„ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ ისეთ სამიზნეებს, რომლებიც ადრე ან საერთოდ მიუწვდომელი იყო ჩვეულებრივი იარაღისთვის, ან ძალიან რთულად მისაღწევი და დიდ რესურსებს მოითხოვდა. მხოლოდ ამ დანაყოფის შექმნიდან ერთი წლის განმავლობაში უკვე განადგურებულია თითქმის 40 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსეთის სხვადასხვა დონის სამიზნეები ,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ეს არის სხვადასხვა ტიპის დარტყმები და თითოეული მათგანი უკრაინას ადამიანების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას აძლევს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალები არის ნამდვილი მაგალითი ბევრი სხვა არმიისთვის. ამ თვეებში განსაკუთრებით მადლიერები ვართ ე.წ. „შუალედური დარტყმებისთვის“ - ახლა რუსეთის სამხედრო ლოჯისტიკა დროებით ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეში უკვე ხელმისაწვდომია უკრაინული დრონებისთვის. რუსეთის სასაზღვრო ზონაც განიცდის ჩვენს ზემოქმედებას.
ეს მტერს აშკარად ეტყობა და ჩვენ ამას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. ჩვენ გავაძლიერებთ პილოტო სისტემების ძალებსაც, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.