ირანული ბალისტიკური რაკეტის ნამსხვრევები ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზას მოხვდა, ამის შესახებ ისრაელის წყარომ და სამხედრო წყარომ განაცხადეს.
CNN-ის ცნობით, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ იერიში მიიტანა ჩრდილოეთ ისრაელში მდებარე (რამათ დავითის ავიაბაზაზე. IRGC-მ სახელმწიფო მედიაში გაავრცელა ვიდეოკადრები, რომლებიც, მათი თქმით, რაკეტების გაშვების მომენტს ასახავს.
ისრაელის სამხედრო წყაროს ინფორმაციით, ბაზის ერთ-ერთ ნაგებობას არა რაკეტა, არამედ მისი ნამსხვრევი მოხვდა. ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად იძიებს, რა მასშტაბის ზიანი მიადგა ობიექტს.