ირანის გაერთიანებულმა სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები დასრულებულია.
მათივე განცხადებით, თუ ისრაელი გააგრძელებს „აგრესიას ან მტრულ ქმედებას“, მათ შორის სამხრეთ ლიბანის მიმართულებით, ამას მოჰყვება „ადრინდელზე ბევრად უფრო მკაცრი და გამანადგურებელი პასუხი“.
განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა ისრაელსა და ირანს მოუწოდა, რომ „დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სროლა“. ბოლო შეტევების ტალღა საფრთხეს უქმნიდა ომის დასრულებისა და სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მცდელობებს.