რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკზე ღამით დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც გაჩნდა ხანძარი ნავთობბაზა „გრუშოვაიას“ ტერიტორიაზე, რომელიც კომპლექსის „შესხარისის“ შემადგენლობაში შედის.
როგორც ASTRA წერს, ღამით ნოვოროსიისკის მცხოვრებლები დაახლოებით ორმოცდაათამდე აფეთქებაზე საუბრობდნენ, რის შემდეგაც ქალაქში ხანძარი გაჩნდა.
სამრეწველო მოედანი „გრუშოვაია“ წარმოადგენს გადამტვირთავი კომპლექსის, „შესხარისის“ უმსხვილეს რეზერვუარულ პარკს. ის ნოვოროსიისკიდან დაახლოებით 12 კილომეტრში მდებარეობს და ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის გადამტვირთავი ბაზაა კავკასიაში.
სამრეწველო მოედნის ფართობი შეადგენს დაახლოებით 212–213 ჰექტარს. ტერიტორიაზე განთავსებულია ათობით რეზერვუარი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შესანახად, რომელთა საერთო მოცულობა 1.2 მილიონ კუბურ მეტრს.