აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოეხმაურა ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმას და განაცხადა, რომ აუცილებელია ირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდეს.
მისი თქმით, მიმდინარე ესკალაცია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სამხედრო დაპირისპირების გაგრძელება რეგიონს უფრო დიდ საფრთხეში აყენებს და გამოსავალი მხოლოდ დიპლომატიურ გზაზეა.
ტრამპმა მოუწოდა თეირანს, დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და შეაჩეროს კონფლიქტის გაღრმავება, რათა თავიდან იქნას აცილებული ვითარების კიდევ უფრო გამწვავება.
„ეს ნამდვილად არ შეუწყობს ხელს მოლაპარაკებებს. ძალიან ახლოს ვართ - ვიტყოდი, რომ შეთანხმებას ხელი შეიძლება მოეწეროს მომავალი კვირის ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს. ახლა კი ეს ხდება. თქვენ რაკეტები ისროლეთ, საკმარისია. დაბრუნდით მოლაპარაკების მაგიდასთან და გააფორმეთ შეთანხმება“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.