17:00 საათის მონაცემებით, სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული მართვის ცენტრის ცხელ ხაზზე 57 შეტყობინება შევიდა.
სომხური მედიის ცნობით, როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, კენჭისყრის პროცესში დაფიქსირდა განმეორებითი ხმის მიცემის 19 შემთხვევა, 15 - ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევის, 2 - საარჩევნო უფლების განხორციელების ხელშეშლის, 1 - ამომრჩევლის მოსყიდვის და 1 - საარჩევნო უბანზე ცივი იარაღის ტარების ფაქტი.
ამ შემთხვევებთან დაკავშირებით შედგენილი მასალები გადაეგზავნა წინასწარი გამოძიების ორგანოებს. დაკავებულია 14 ადამიანი.
ამასთან, 198 შეტყობინება შესაძლო სამართალდარღვევების შესახებ გადამოწმების ეტაპზეა.
ასევე მოწმდება არჩევნებთან დაკავშირებული მასალები პრესაში და სოციალურ პლატფორმებზე.