რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მისამართით თავისი უხეში შინაარსის შეტყობინება ღიად გაავრცელა და „რემბოს“ მსგავსად წარმოაჩინა თავი. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ამ გზავნილს „წერილს“ ვერ უწოდებენ.
"ზელენსკი რემბოს როლს თამაშობს, მაგრამ ეს არ გამოსდის", - თქვა პესკოვმა.
„ზელენსკი რემბოს არ მოგვაგონებს, მაგრამ ის ამას ისურვებდა - უბრალოდ არ მოგვაგონებს. თუ გინდა, წერილი გადასცე, გადაეცი. მეგაფონს თუ იყენებ, მაშინ ამას წერილს ნუ დაარქმევ“, - აღნიშნა პესკოვმა.