აშშ-ში, ოჰაიოს შტატის ქალაქ ტოლედოში, ფესტივალზე სროლა მოხდა - დაშავებულია სულ მცირე 12 ადამიანი.
ინფორმაციას ტოლედოს პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
„ადგილზე პოლიციელებმა სროლის შედეგად დაშავებული რამდენიმე ადამიანი ნახეს. მატუ უმეტესობა ახლომდებარე სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს. ტოლედოს პოლიციის დეპარტამენტი აქტიურად ეძებს ინციდენტში მონაწილე ეჭვმიტანილს ან ეჭვმიტანილებს,“ - აღნიშნულია განცახდებაში.
სროლა ფესტივალ Old West End Festival-ზე მოხდა.
მოგვიანებით სამართალდამცველებმა დაადასტურეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღით სულ მცირე 12 ადამიანი დაიჭრა. მათგან 10-ის მდგომარეობა სტაბილურია, ხოლო ორი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება.
ტოლედოს პოლიცია აგრძელებს ეჭვმიტანილის ან ეჭვმიტანილების აქტიურ ძებნას და ინციდენტის გარემოებების გამოძიებას.